• 04-04-2024
    "წელს ფეხბურთზე მეტს ვსწავლობ" - ფოდენი "ასტონ ვილასთან" ბენეფისის შემდეგ
    "წელს ფეხბურთზე მეტს ვსწავლობ" - ფოდენი "ასტონ ვილასთან" ბენეფისის შემდეგ
    ავტორი
    Aa

    "მანჩესტერ სიტის" 23 წლის შემტევი, ფილ ფოდენი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ამის ჭეშმარიტებაში მან წუხელაც დაგვარწმუნა, როცა ბირმინგემის "ასტონ ვილას" ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

    პირველი ტაიმის პირველ დამატებულ წუთამდე ანგარიში 1:1 გახლდათ და ისე ჩანდა, რომ "ქალაქელებს" გამარჯვების მოპოვება უნდა გასჭირვებოდათ, თუმცა ფილის მიერ გატანილმა 3 გოლმა 3 ქულა "ეტიჰადზე" დატოვა.

    ბენეფისის შემდეგ ინგლისელი TNT Sports-ს გაესაუბრა.

    "ფეხბურთის ჩემეულად, სახეზე ღიმილით თამაში ძალიან მიყვარს. 

    გუნდის დახმარებას ვცდილობ, რადგან ვიცი, რომ გოლების გატანა შემიძლია. დღეს ეს გამოვაჩინე. საკუთარ თავს მიზნად დავუსახე, რომ წინაზე უკეთესი სეზონი მქონოდა და მეტ გოლში მიმეღო მონაწილეობა. ამ პირობას ვასრულებ.

    საკუთარ თავს ტექნიკურ ფეხბურთელად ვხედავ, რომელსაც ვიწრო სივრცეების ათვისებაც შეუძლია და ფლანგზეც თამაში, მაგრამ მე ცენტრში მირჩევნია. წელს ფეხბურთზე მეტს ვსწავლობ.

    მწვრთნელი რითმის ჩვენებასა და თამაშის შენელებაზე გვესაუბრა. ჩემს თამაშს ესეც დავუმატე. ადრე მუდამ ვჩქარობდი და ყველა შესაძლებლობაზე ვუტევდი. ახლა ზუსტად სასურველ ბალანსს ვპოულობ," - თქვა ფოდენმა.

    მიმდინარე სეზონში ფილის ანგარიშზე 21 გოლი და 10 ასისტია. სხვათა შორის, პრემიერ ლიგაში მან გუშინ თავისთვის მესამე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

    Facebook კომენტარები