"პსჟ"-მ 50 მილიონი ევრო გაამზადა

23-08-2016, 23:13

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის "პარი სენ-ჟერმენის" ახალი მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას "ლიონის" ცენტრალური თავდამსხმელის ალექსანდრ ლაკაზეტის გადაბირებით შეეცდება.

ფრანგული სპორტული პრესის ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ "ლიონს" 50 მილიონი ევრო გადაუხადონ. ლაკაზეტისთვის "პარი სენ-ჟერმენის" გარდა აქტიურად იბრძვის ლონდონის "არსენალი", აგრეთვე, ფეხბურთელით "ბარსელონაც" ინტერესდება.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ფრანგმა თავდამსხმელმა "ლიონის" შემადგენლობაში 48 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლის გატანაც მოახერხა. 

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით