• 04-04-2024
    ჩავი უსაჩუქროდ - როგორ აწყენინა ხელმძღვანელობამ მწვრთნელს
    ჩავი უსაჩუქროდ - როგორ აწყენინა ხელმძღვანელობამ მწვრთნელს
    Author of the article
    Aa

    2023 წლის დეკემბერში "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკოს" ჟოაუ ფელიქსის გოლით მოუგო, იქამდე კი კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს განსაკუთრებულ საჩუქარს, კომპიუტერ "მაკბუკ პროს" დაჰპირდა.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" უფროსობამ სიტყვა მიმდინარე კვირაში აასრულა, მაგრამ ჩავისა და მისი შტაბის წევრებს საჩუქარი არ მიუღიათ.

    როგორც ირკვევა, გუნდის მწვრთნელები ამან ძალიან გაანაწყენა.

    მიუხედავად ამისა, ჩავი ამ კვირაში კლუბისგან პატივისცემის გარეშე მაინც არ დარჩენილა, რადგან იგი "ბარსას" ორგანიზაციის განსაკუთრებულ ელჩად დანიშნეს.

    ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გუნდი სოლიდურ ბონუს იმ შემთხვევაშიც მიიღებს, თუ "პარი სენ ჟერმენს" დაამარცხებს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავა.

    Facebook კომენტარები