ჩემპიონთა ლიგის ფორმატში ცვლილებები დაანონსდა!

24-08-2016, 01:28

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა "DaillyMail"-ი ჩემპიონთა ლიგის ფორმატში ცვლილებასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, უეფაში დაანონსეს, რომ პარასკევს შედგება ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის წესებში განსახორციელებელი ცნლილებების პრეზენტაცია, რომელიც 2018-2021 წლებში ამოქმედდება.

პრესაში რამდენიმე სავარაუდო ცვლილებამ უკვე გაჟონა, თუმცა, რა თქმა უნდა, ოფიციალურად დადასტურებული არცეთი არ არის. გთავაზობთ ბრიტანული გამოცემის მიერ გავრცელებულ სავარაუდო ცვლილებათა ჩამონათვალს:

  • შემუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაში უპირატესობა მიენიჭება იმ ევროპულ კლუბებს, რომლებსაც მაღალი ბიუჯეტი და კარგი საფეხბურთო ისტორია აქვს - ამოქმედდება ეგრედწოდებული "გრანდების სისტემა".
  • ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება უფრო მეტი წარმომადგენელი ტოპ ლიგებიდან, ვიდრე ახლა.
  • ესპანეთის, ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონატებიდან მე-4 ადგილოსანი გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის გარეშე მოხვდებიან.
  • იტალიის სერია A-დან ჩემპიონთა ლიგაზე ძველებურად, 3 კლუბზე მეტი გუნდი ითამაშებს.
  • ჩემპიონთა ლიგის მატჩები მხოლოდ შუა კვირაში აღარ ჩატარდება.
ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგის სტრუქტურაში ნამდვილი რევოლუცია მოხდება. ზემოთ ჩამოთვლილი 5 პუნქტი სხვა საჭირო ცვლილებებსაც გამოიწვევს. მაგალითად გავრცელდა ჭორი, რომ შესაძლოა, პრესტიჟულ საკლუბო ჩემპიონატზე 32 გუნდზე მეტი მოხვდეს. 


საინტერესო

  • levani25
  • 24 აგვისტო 2016 14:38
ეს არ ქნან... ისედაც მშვენიერი სისტემაა. უბრალოდ მილანი დააბრუნონ :D
rasqvia rac ufro kargi warsuli aqvs,,,tfuiii traks aachironnn raari es
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით