მანგალას იტალიის ჩემპიონატში ტრანსფერი დადასტურდა

24-08-2016, 10:00

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "მილანმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებთან ფრანგი მცველის, ელიაქიმ მანგალას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.

როგორც გაირკვა, ბოლო მომენტში საქმეში კიდევ ერთი იტალიური კლუბი "ნაპოლი" ჩაერთო და მათ მალევე წინასწარ შეთანხმებასაც მიღწიეს. ბრიტანულ და ესპანურ პრესაში უკვე დაადასტურეს,  რომ მანგალა მომავალ სეზონს იჯარის წესით ნეაპოლიტანურ კლუბში გაატარებს.

მართალია, "როსონერისაც" არენდა სურდა და საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიდიოდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ამჯობინა და მილანური გრანდის "დაწუნების" მიზეზიც ეს გახდა.

ცნობისთვის, ფრანგი მცველი, რომლის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს, "სიტის" რიგებში 2014 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან პრემიერ ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, 7-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით