• 06-04-2024
    “კოლხეთის წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ” - ინტერვიუ დავით ზურაბიანთან
    “კოლხეთის წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ” - ინტერვიუ დავით ზურაბიანთან

    როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულ ლიგაში ფოთის “კოლხეთი” მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს. დავით კვირკველიას გაწვრთნილი გუნდი უმაღლეს ლოგაში მე-5 ადგილს იკავებს.

    მეგრული გუნდის შემადგენლობაში ნიჭიერი ნახევარმცველი, დავით ზურაბიანი ასპარეზობს, რომლის ანგარიშზეც 1 საგოლე გადაცემაა.

    ზურაბიანი ამავდროულად საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ღირსებას იცავს და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის დიდი მოტივაციაც აქვს.

    ახალგაზრდა ფეხბურთელმა თბილისის “დინამოს” აკადემიაში გადასვლის შემდეგ ბათუმის “დინამოში” გადაინაცვლა, რის შემდეგაც “სიონში” ითამაშა, ამჯერად კი ყველაზე ისტორიული მეგრული გუნდის, ფოთის “კოლხეთის” ღირსებას იცავს. 


    დავითმა გასულ სეზონში “კოლხეთის” ეროვნულ ლიგაში აღზევებაშიც დიდი წვლილი შეიტანა და ეტაპობრივად ცდილობს, რომ თავისი კარიერული მიზნები აისრულოს. 

    Footballnews დათას დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

    – როგორ ფორმაში ხარ და როგორ გრძნობ თავს?

    – კარგ ფორმაში ვგრძნობ თავს.

    – მიმდინარე სეზონში როგორ დაახასიათებდი ფოთის კოლხეთს?

    – ძალიან კარგი გუნდი ვართ. ზოგიერთი მოთამაშე ეროვნულ ლიგაში პირველად ასპარეზობს და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაუმჯობესდება ჩვენი გუნდი.

    – ეროვნული ლიგაში კონკურენციას როგორ შეაფასებდი?

    – ეროვნულ ლიგაში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ წარმატების მისაღწევად.

    – მთავარ მწვრთნელზე რას იტყოდი?

    – საკმაოდ კარგი მწვრთნელი გვყავს, აქედან გამომდინარე გუნდში მშვენიერი სიტუაციაა.

    – გუნდს დიდი გამოცდილების მქონე, გიორგი მელქაძე დაემატა, რას იტყოდი მის შესახებ?

    – გიორგი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. გახსნა სჭირდება და ყველა ნახავს მის შესაძლებლობებს.

    – ფოთის მთავარი მიზანი რა იქნება მიმდინარე სეზონში?

    – ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრაა, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.


    – საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი ხარ, რას ნიშნავს ეს შენთვის?

    – ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. აქედან გამომდინარე, სულ შრომაა საჭირო, რომ 21-წლამდე ნაკრებში მოხვდე.


    – 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე გასვლების რა შანსები გვაქვს?

    – ძალიან დიდი შანსი გვაქვს და აუცილებლად უნდა გავიდეთ.

    – ფოთელ გულშემატკივრებზე რას იტყოდი?

    – ფოთელ გულდემატკივრებზე იმას ვიტყვი, რომ ახლა ფოთის კოლხეთი სადაც არის, მათი უდიდესი დამსახურებაა.

    – გასულ სეზონში ფოთის ეროვნულ ლიგაში გადასვლა ზოგადად რამდენს ნიშნავს შენი აზრით ქართული ფეხბურთისთვის?

    – ჩემი აზრით ფოთის კოლხეთი სულ უნდა ასპარეზობდეს უმაღლეს ლიგაში და იასპრეზებს კიდევაც, ასე მგონია.

    – რა გაძლევს მოტივაციას?

    – ოჯახი მაძლევს მოტივაციას, სულ გვერდში მიდგანან.

    – რა არის შენი კარიერის მიზანი?

    – ალბათ ყველა ქართველო ფეხბურთელის მიზანი ერთია. მინდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოვხვდე და დიდი ფეხბურთი ვითამაშო.

    Facebook კომენტარები