"ტოტენჰემი" ჩალჰანოღლუს უმიზნებს

25-08-2016, 00:46

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემი" აპირებს, რომ შეიძინოს "ბაიერის" ახალგაზრდა თურქი ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ.

Bild-ის ცნობით, ინგლისური კლუბი ძალიან მონდომებულია და ყველაფერს აკეთებს, რომ 22 წლის ფეხბურთელი შეიძინოს. ჩალჰანოღლუ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია საჯარიმო დარტყმების შესრულებით და ეს მისთვის უდიდესი კოზირია.

ჰაკან ჩალნაჰუღლუ ლევერკუზენის "ბაიერში" "ჰამბურგიდან" 14.5 მილიონ ევროდ გადავიდა. "ტოტენჰემს" თურქის სანაცვლოდ, 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. 

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით