• 06-04-2024
    "100 მილიონზე უარი სწორი იქნება?" - რას წერენ ხვიჩასა და "ბარსაზე" მედიაში
    "100 მილიონზე უარი სწორი იქნება?" - რას წერენ ხვიჩასა და "ბარსაზე" მედიაში

    როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიას კატალონიის "ბარსელონას" აქტიურად უკავშირებენ.

    ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცემა "Tuttomercatoweb"-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

    "100 მილიონზე უარი სწორი იქნება? ეს კითხვა მაშინ დაიბადა, როცა "ბლაუგრანას" ქართველისადმი ინტერესი გაღვივდა.

    "თუმცა დე ლაურენტისმა კვარას ფასი 130 მილიონ ევრომდე ასწია. 

    "ნაპოლის" ასეთ ფინანსურ მოგებაზე უარის თქმა გაუჭირდება. აქვე უნდა ვთქვა, რომ "ბარსას" ეკონომიკური პრობლემების გამო ამხელა თანხის გადახდა სავარაუდოდ გაუჭირდება", - ვკითხულობთ სტატიაში.

    Facebook კომენტარები