"არსენალმა" მუსტაფი დაიმატა

26-08-2016, 00:38

ბრიტანული გამოცემების ცნობით, "მეთოფეებმა" შკოდრან მუსტაფის ტრანსფერი უკვე შეათანხმეს.

Telegraph-ის ინფორმაციით, არსენ ვენგერმა თავისი 32-წლიანი სამწვრთნელო კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა და 35 მილიონი ფუნტი გადაიხადა გერმანელ მცველში.

"არსენალი" სეზონის დასაწყისიდანვე აქტიურად ეძებდა ცენტრალურ მცველს, მას შემდეგ რაც პერ მერტეზაკერი და გაბრიელი გამოაკლდნენ გუნდს უცნობი ვადით. ვენგერის პირველი სამიზნეც სწორედ ვალენსიელი შკოდრან მუსტაფი გახლდათ და როგორც ჩანს საბოლოოდ მაინც მიაღწია მან საწადელს. წყაროს ინფორმაციით გერმანელი მცველი უკვე ლონდონშია და სულ მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

ამ ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, ლონდონელებს მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე უკვე 100 მილიონზე მეტი ექნებათ დახარჯული. ხოლო თავად მუსტაფი კი თანამემამულე მესუთ იოზილის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება კლუბის ისტორიაში.


საინტერესო

iyidon tore dzaan cud dgeshi arian
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით