დინამოელთა კურიოზული შეცდომა - დამატებით დრომდე 1 გოლი დაგვაკლდა?!

26-08-2016, 00:30

თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში "პაოკთან" გასვლაზე ანგარიშით 2-0 დამარცხდა. თუმცა როგორც ჩანს ასე არ ფიქრობენ თბილისურ გუნდში.

მატჩის დასრულების შემდეგ, "დინამოს" ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ანგარიშით 2-0 გამარჯვება არა მასპინძლების, არამედ სტუმრების სასარგებლოდ ეწერა.

ეს პოსტი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იდო გვერდზე და ხალხში დიდი აჟიოტაჟის შემდეგ საბოლოოდ წაიშალა.

 


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით