07-04-2024
საუკეთესო იყო! - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ “ბრესტის” წინააღმდეგ
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, “მეცი” ლიგა 1-ის 27-ე ტურის შეხვედრაში “ბრესტის” წინააღმდეგ ანგარიშით 4:3 დამარცხდა.
საგულისხმოა, რომ მარცხის მიუხედავად აღნიშნულ მატჩში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა “მეცის” ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც დუბლი შეასრულა.
გიორგიმ გავლენიანი გამოცემა Sofascore-ის ვერსიით, 8.1 შეფასება დაიმსახურა, რაც თავის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელო გახლდათ.
ცნობისთვის, მიქაუტაძის ანგარიშზე 14 ლიგა 1-ულ მატჩში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
ტეგები:
Facebook კომენტარები