• 27-06-2023
    არნაუ ტენასი სათამაშო დროს ითხოვს
    არნაუ ტენასი სათამაშო დროს ითხოვს

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ერთ-ერთი სათადარიგო მეკარე, 22 წლის არნაუ ტენასი გახლავთ.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ლა პორტენა დე ნუნეზის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” გადაწყვიტა, რომ არნაუ ტენასი გუნდიდან გაუშვას.

    საქმე იმაშია, რომ 22 წლის ფეხბურთელს სათამაშო დროის მიღება სურს და არ უნდა, რომ გუნდში მთავარი მეკარე ტერ შტეგენი იყოს.

    განსხვავებული შემთხვევა გვაქვს ინიაკი პენიას შემთხვევაში, რომელიც მისი ამჟამინდელი როლით სრულიად კმაყოფილია და ტერ შტეგენის შემდეგ მეორე მეკარის სტატუსით ბედნიერად გრძნობს თავს.

    სწორედ ამიტომ, უდიდესი ალბათობით, არნაუ ტენასი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიურ გუნდს დატოვებს.

    Facebook კომენტარები