სარი: "მერტენსს შეუძლია, რომ საშხაპეში მიყუროს"

27-08-2016, 00:22

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ განაცხადა, რომ დრის მერტენსს შეუძლია მას საშხაპეში უყუროს, იმ შემთხვევაში, თუ ბელგიელი კიდევ შეძლებს 2 გოლის გატანას.

როგორც მოგეხსენებათ, დრის მერტენსი სერი ა-ს პირველი ტურის შეხვედრაში "პესკარას" წინააღმდეგ, შეცვლაზე შემოვიდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ორივე გოლი სწორედ ბელგიელმა შემტევმა გაიტანა.

"მან ძალიან კარგად ითამაშა. თუ ასე გააგრძელებს და კიდევ შეძლებს ერთ მატჩში 2 გოლის გატანას და კლუბისათვის ქულების მოტანას, შეუძლია, რომ საშხაპეში ბანაობისას მიყუროს." - განაცხადა სარიმ. 

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით