• 07-04-2024
    ვინ შეუტევს "პსჟ-ს" - ჩავი 3-დან 2 ფეხბურთელზე შეჯერდა
    ვინ შეუტევს "პსჟ-ს" - ჩავი 3-დან 2 ფეხბურთელზე შეჯერდა
    ავტორი
    Aa

    "პარი სენ ჟერმენთან" გასამართ მატჩამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი კი სასტარტო შემადგენლობაზე თითქმის ჩამოყალიბდა.

    მადრიდულმა Marca-მ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სავარაუდო შემტევი სამეულის შესახებ მოგვაწოდა ცნობები.

    წყაროს თანახმად, რობერტ ლევანდოვსკისა და ლამინ იამალს ძირითად თერთმეტეულში ადგილი გარანტირებული აქვთ. ვაკანტურია მესამე თავდამსხმელის პოზიცია, რომლისთვისაც ჟოაუ ფელიქსი, რაფინია და ვიტორ როკე იბრძოლებენ.

    სამეული შეიძლება პედრი გონსალესმაც დააკომპლექტოს, თუ ჩავი არჩევანს 4-ნახევარმცველიან სქემაზე გააკეთებს არჩევანს.

    ცხადია, ამ უკანასკნელი ვარიანტის განხორციელების შანსი ყველაზე მცირეა, რადგან 21 წლის ესპანელი ოპტიმალურ კონდიციებში ჯერ კიდევ არ იმყოფება და მისი "პსჟ-სთან" თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

    შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა "პარკ დე პრენსზე" 10 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები