• 09-04-2024
    "იუვენტუსი" ფელიპე ანდერსონის ტრანსფერს ხურავს
    "იუვენტუსი" ფელიპე ანდერსონის ტრანსფერს ხურავს
    Author of the article
    Aa

    იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ ტურინის "იუვენტუსი" ერთ ნაბიჯშია "ლაციოს" 30 წლის გარემარბის, ფელიპე ანდერსონის ტრანსფერის დახურვასთან.

    ბრაზილიელი შემტევი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ბოლო თვეებში არაერთხელ დაიწერა, რომ რომაელები მასთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, თუმცა, როგორც ჩანს, შეთანხმება საბოლოოდ გამოირიცხა. 

    ასე და ამგვარად, ფელიპე "ბიანკონერის" უფასოდ შეუერთდება.

    ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს ანდერსონი "ზებრებთან" ან რამდენი იქნება მისი ანაზღაურება. "სტადიო ოლიმპიკოზე" ბრაზილიელი წლიურად მილიონ-ნახევარ ევროს იღებდა.

    ფელიპე "ლაციოში" 2021 წელს, "ვესტ ჰემ იუნაიტედში" გატარებული 3-წლიანი პერიოდის შემდეგ დაბრუნდა.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 43 მატჩში ანდერსონმა 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

    Facebook კომენტარები