ალკასერმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

29-08-2016, 18:07

ესპანური მედიის ცნობით, "ვალენსიას" თავდამსხმელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება კატალონიის "ბარსელონაში" და სულ მალე მისი ტრანსფერო ოფიციალურად დადასტურდება.

GOAL-ის ინფორმაციით, კატალონიელები "ღამურების" თავდამსხმელში 30 მილიონ ევროს იხდიან. გარდა ამისა, წარმატებული თამაშის შემთხვევაში ვალენსიელები კიდევ 5 მილიონს მიღებენ ბონუსის სახით.

სავარაუდოდ ამ ტრანსფერის შემდეგ გაირკვევა მუნირ ელ ჰადადის ბედიც, რომელიც თავის მხრივ ახლოსაა "ვალენსიაში" იჯარის წესით ერთი წლით გადასვლასთან. დიდი ალბათობით ეს ტრანსფერიც პაკოს ტრანსფერის დადასტურების შემდეგ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფორვარდმა გასულ 2 წელიწადში 24 გოლის გატანა შეძლო ესპანეთის ჩემპიონტში.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით