• 11-04-2024
    საუკეთესო პოზიცია? - ბელინგემმა თავის სათამაშო სტილზე ისაუბრა
    საუკეთესო პოზიცია? - ბელინგემმა თავის სათამაშო სტილზე ისაუბრა

    ჯუდ ბელინგემმა თავისი პოზიციური ევოლუციის შესახებ ისაუბრა, რაშიც, მისი თქმით, უდიდესი წვლილი ლუკა მოდრიჩსა და ტონი კროოსს მიუძღვით.

    ინგლისი ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, პროფესიონალურ დონეზე პირველად ბირმინგებში გამოჩნდა, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო. თავდაპირველად, ის განიხილებოდა, როგორც Box-to-Box ნახევარმცველი, რომელმაც თავისი ენერგიულობითა და დახვეწილი სათამაშო მანერით მთელს ევროპაში ინტერესი გააჩინა.

    თავად ჯუდი ამბობს, რომ დაახლოებით მსგავსი როლი მას ბორუსიაშიც ჰქონდა, თუმცა როგორსაც მას ჩვენ დღეს ვხედავთ, იგულისხმება ფორვარდის სტილით მოთამაშე გოლის გამტანი ნახევარმცხველი, ესეთი ბელინგემი "რეალში" ჩამოყალიბდა.

    მან განაცხადა:"როცა დორტმუნდში სამი წელი გავატარე, პირველ წელს 6 ნომრად ვთამაშობდი. ბოლო ორი წელი კი 8 ნომერი ვიყავი. ახლა ჩემი პოზიცია 10 ნომერს დაემსგავსა. ხალხი ძალიან ცდილობს ჩემს როლს რაიმე კონკრეტული სახელი მოუფიქროს, მე კი ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ თავისუფლად მოძრავი ნახევარმცველია".

    შეგახსენებთ, რომ 20 წლის ჯუდ ბელინგემის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 20 გოლი და 10 ასისტია.

    Facebook კომენტარები