• 11-04-2024
    ვიქტორ ოსიმენის ახალი კლუბი, პრაქტიკულად, ცნობილია
    ვიქტორ ოსიმენის ახალი კლუბი, პრაქტიკულად, ცნობილია

    ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში დიდი ალბათობით, “ნაპოლის” დაემშვიდობება.

    გავლენიანი იტალიური გამოცემის, II Mattino-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიგერიელი თავდამსხმელი ზაფხულში პსჟ-ს შეიერთდება.

    ფრანგული გუნდი მზად არის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.

    ოსიმენს 4 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს, თანხმობის შემთხვევაში ნიგერიელი მოთამაშე წელიწადში 13 მილიონ ევროს მიიღებს.

    ცნობისთვის, ვიქტორმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები