• 12-04-2024
    “ტორპედომ” იმერულ დერბიში იმარჯვა
    “ტორპედომ” იმერულ დერბიში იმარჯვა

    როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედომ” შინ წყალტუბოს “სამგურალი” მიიღო და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

    მატჩის მე-14 წუთზე ლუკა ხორხელმა “სამგურალი” დააწინაურა, შეხვედრის 49-ე წუთზე ნიკოლა ნინკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა, მატჩის 83-ე წუთზე ბიორნ იონსენმა “ტორპედო” წინ გაიყვანა, შეხვედრის მიწურულს კი ალეკო ბასილაძემ სადებიუტო გოლით თავის გუნდს გამარჯვება გაუნაღდა.

    8 ტურის შემდეგ სტივ კინის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილზეა, “სამგურალი” კი მე-9 პოზიციას იკავებს.

    ცნობისთვის, “ტორპედო” მომდევნო მატჩს “თელავის” წინააღმდეგ ჩაატარებს, ალექსანდ პოკლონსკის გუნდუ კი “იბერია 1999-ს” დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები