• 12-04-2024
    “ბარსელონა” მუსიალას უმიზნებს
    “ბარსელონა” მუსიალას უმიზნებს

    როგორც მოგეხსენებათ, მოუხედავად ჯამალ მუსიალას ბრწყინვალე სეზონისა “ბაიერნის” საქმეები არცისე სახარბიელოდ არის.

    “რეკორდმაისტერს” ბუნდესლიგის მოგების შანსი თითქმის აღარ აქვს და გერმანულ გუნდს ჩემპიონთა ლიგური პერფორმანსები ფავორიტების სიაში ყოფნის საშუალებას არ აძლევს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, მიგელ დელაინის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუსიალას ზაფხულში გერმანული გუნდის დატოვება სურს.

    მუსიალას ერთ-ერთი მთავარი მსურველი კი კატალონიის “ბარსელონა” გახლავთ.

    ცნობისთვის, ჯამალმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები