• 12-04-2024
    "მათ 190 მილიონი ფუნტი მართებთ" - ლიდსში ფინანსური კრიზისია
    "მათ 190 მილიონი ფუნტი მართებთ" - ლიდსში ფინანსური კრიზისია

    სულ ცოტა ხნის წინ, "ლიდს იუნაიტედის" 2022/23 წლების სეზონის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც ნაჩვენებია 33,7 მილიონი ფუნტის დეფიციტი, მათი პრემიერ ლიგიდან გავარდნის კვალდაკვალ.

    TalkSPORT-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას, წამყვანმა - ალან ბრაზილიამ განაცხადა: „შესაძლოა, "ლიდს" სერიოზული პრობლემები შეექმნას. ამის მიზეზი ისაა, რომ ჯესი მარშის დროს, კლუბმა გასულ სეზონში მოთამაშეებზე ძალიან ბევრი დახარჯა".

    მათ იყიდეს ფეხბურთელები 170 მილიონ ფუნტად. ამაზე გუნდის ფანები ამბობდნენ: "კარგი, ეს მშვენიერია, მაგრამ ჩვენ გვეგონა, რომ მფლობელი ფინანსური კრიზისიდან გამოსავალს ეძებდა. მაშ, საიდან მოდის ეს თანხები?"

    აღმოჩნდა, რომ ყოფილმა თავმჯდომარემ - ანდრეა რადრიზანმა ეფექტურად გამოიყენა "ლიდს იუნაიტედის" საკრედიტო ბარათი, ამიტომ "თეთრებს" ახლა სხვა კლუბების ვალი 190 მილიონი ფუნტი აქვს, როგორც გადაუხდელი სატრანსფერო თანხები. როგორ მოახერხებენ ჩეპიონშიპიდან ამხელა თანხების შოვნას?

    ერთი შეხედვით, ლიდსის პრემიერ ლიგაში აღზევება მთავარი ამოსავალი წერტილია სიტუაციის დასალაგებლად. მათ ცხრილში ამჟამად მესამე ადგილი უჭირავთ და ლიგის ლიდერ "ლესტერ სიტის" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან. 

    იორკშირულ კლუბს ასევე ჰყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთა გაყიდვაც მოუწევთ, თუ ამ სეზონში პრემიერ ლიგის საგზური ვერ მოიპოვეს. მათ შორის, გამორჩეული ნიდერლანდელი კრისენსიო სომერვილია, რომლის შეძენითაც მრავალი კლუბია დაინტერესებული.

    გარდა ამისა, ვილფრიდ გნონტო, ჯორჯინიო რატერი და არჩი გრეი ის სამი მოთამაშეა, რომლებიც კლუბს შეუძლია გაყიდოს დიდ სატრანსფერო თანხებად, რათა გუნდში ფინანსური მდგომარეობა დაასტაბილუროს.

    Facebook კომენტარები