• 13-04-2024
    "ერთი ევროც არ მინდა!" - ლუის ალბერტოსა და ლაციოს შორის დაძაბულობა ახალ სიმაღლეებს აღწევს
    "ერთი ევროც არ მინდა!" - ლუის ალბერტოსა და ლაციოს შორის დაძაბულობა ახალ სიმაღლეებს აღწევს

    "ლაციოში" დაძაბულობა მატულობს, განსაკუთრებით, კი ბოლო კვირებში, "იუვენტუსთან" კოპა იტალიის ნახევარფინალი და ასევე რომასთან ბოლო კვირებში რომაულ დერბიში მარცხის შემდეგ.  

    გულშემატკივრებმა "სალერნიტანასთან" 4-1 გამარჯვების შემდეგ მმართველებისა და ფეხბურთელების მიმართ პროტესტი გამოთქვეს. მატჩის დაწყებამდე, სტადიონზე გამოიფინა ბანერი, რომელშიც ნათქვამი იყო : „არ ხარ ჩვენი მაისურის ჩაცმის ღირსი".მას შემდეგ, ნახევარმცველმა ლუის ალბერტომ კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

    DAZN-თან საუბრისას ალბერტომ თქვა: "იმედია ვისიამოვნებ ბოლო თამაშებით და შემდეგ ვნახავთ. რთული კვირები იყო, მომავალ წელს პროექტში არ ვიქნები, კლუბს ვთხოვე, რომ კონტრაქტი გაეწყვიტა. "ლაციოდან"  ერთი ევროს მიღებაც არ მინდა იმ მომდევნო ოთხი წლიდან, რაც ჩემი კონტრაქტითაა გათვალისწინებული. ვფიქრობ სამართლიანია, დავტოვო კლუბი, რომელმაც ამდენი დრო მომცა. მოვიდა დრო, რომ ჩემი ხელფასი სხვას დავუტოვო“.

    ესპანელმა ინსტაგრამის პირად გვერდზე ფანებს მიმართა: „მადლობელი ვარ სიყვარულისთვის, ჩემი ურთიერთობა „ლაციოს“ გულშემატკივრებთან შესანიშნავია და ამით ვამაყობ."

    "მადლობას ვუხდი მათ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს ჩემი კლუბში მუშაობის წლებში, განსაკუთრებით ბიჭებს Curva Nord-დან და Tribuna Tevere-დან, რომლებიც ყოველთვის მხარში მედგნენ.

    "მუდამ ჩემს გულში იქნებით. გავაგრძელებ შრომას და მოედანზე ყველაფერს გავაკეთებ ბოლო მატჩის ბოლო წუთამდე, როგორც ყოველთვის."

    გაგრძელდება თუ არა ალბერტოს მომავალი იტალიაში, ჯერ კიდევ გასარკვევია. ამ დროისთვის - თუ ის დარჩება სასტარტო შემადგენლობაში ამ კომენტარების შემდეგ, მან კონცენტრირება "ჯენოას" წინააღმდეგ 19 აპრილს გასამართ მატჩზე უნდა მიმართოს.

    Facebook კომენტარები