• 14-04-2024
    ლევერკუზენის "ბაიერი" გერმანიის ჩემპიონია!
    ლევერკუზენის "ბაიერი" გერმანიის ჩემპიონია!
    Author of the article
    Aa

    ლევერკუზენის "ბაიერმა" დღეს ბრემერის "ვერდერი" გაანადგურა, ანგარიშით 5:0 და გერმანიის ბუნდესლიგა მის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მოიგო.

    ჩაბი ალონსოს გუნდმა "ბაი არენას" ხმაურიან ატმოსფეროში თავისი წაუგებელი სერია 43 მატჩამდე გაზარდა, ხოლო მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონობის ზედიზედ 11-წლიანი "ტრადიციის" გაგრძელების თეორიული შანსიც მოუსპო.

    ანგარიში 25-ე წუთზე ვიქტორ ბონიფასმა გახსნა, რომელმაც იონას ჰოფმანის წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. პირველი ტაიმი "ფარმაცევტებმა" მინიმალური სხვაობით მოიგეს.

    მასპინძლების უპირატესობა გრანიტ ჯაკამ მე-60 წუთზე ორამდე გაზარდა, რასაც ფლორიან ვირცის ჰეთ თრიქი მოჰყვა. საინტერესოა, რომ ვირცმა დუბლი 83-ე წუთზე შეასრულა და ეს ფანებმა სტადიონზე ხანმოკლე შეჭრით აღნიშნეს, ძირითადი დროის ბოლო წამებზე კი მესამე გოლიც შეაგდო, ამას კი მინდორზე უკვე ქომაგების სრულმასშტაბიანი შევარდნა მოსდევდა.

    ლევერკუზენელებმა გერმანიის ჩემპიონის ტიტული თავის 120-წლიან ისტორიაში პირველად მოიგეს. მიუხედავად ამისა, ბუნდესლიგის დარჩენილ შეხვედრებს მათთვის მნიშვნელობა ბოლომდე მაინც არ დაუკარგავს, რადგან "ფარმაცევტებს" აქვთ უნიკალური შანსი, 34-მატჩიანი სეზონი წაუგებლად ჩაამთავრონ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები