• 15-04-2024
    ალონსოს მაგია -  როგორ მივიდა "ბაიერი" ჩემპიონობამდე
    ალონსოს მაგია - როგორ მივიდა "ბაიერი" ჩემპიონობამდე

    2022 წლის 5 ოქტომბერს, როცა ჩაბი ალონსომ "ლევერკუზენის ბაიერი" ჩაიბარა, გუნდი ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილს იკავებდა.

    ეს იყო ამ გუნდისთვის მეორე ყველაზე ცუდი სეზონის სტარტი 1979 წლის შემდეგ.

    ამას დავამატოთ ისიც, რომ ალონსოს აქამდე არასდროს გაუწვრთნია უმაღლესი ლიგის გუნდი. ის "ფარმაცევტებს" "რეალ სოსიედადის" ახალგაზრდული გუნდიდან შეუერთდა.

    18 თვის, ანუ ზუსტად 557 დღის შემდეგ კი კლუბმა თავისი 120 წლიანი არსებობის ისტორიაში პირველი ბუნდესლიგის ტიტული მოიპოვა.

    თანაც ეს მათ 0 წაგებითა და ყველა ჩატარებულ ტურნირზე 43 მატჩიანი დაუმარცხებელი სერიით მოახერხეს. გუნდი გარდა ამისა, ევროპის ლიგის მეოთხედ ფინალშია და გერმანიის თასის ფინალსაც ითამაშებს, სადაც "კაიზერსლაუტერს" დაუპირისპირდება.

    გამოდის, რომ ჩაბი ალონსომ, თავის სადებიუტო სეზონში მოახერხა ტიტულის მოგება და არა მარტო ეს, არამედ, მას ახლა "ტრებლის" მოგების დიდი შანსიც აქვს.

    კლუბი, რომელიც ესპანელის ხელში ფანტასტიკურ ფორმაშია, ერთადერთი გუნდია მთელი ევროპის მასშტაბით მიმდინარე სეოზნში, რომელიც ყველა ტურნირზე დაუმარცხებელია.

    Facebook კომენტარები