• 15-04-2024
    გადაწყდა! მარსიალი "იუნაიტედს" დატოვებს - უახლესი ცნობები
    გადაწყდა! მარსიალი "იუნაიტედს" დატოვებს - უახლესი ცნობები

    ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ენტონი მარსიალი "წითელ ეშმაკებს" დატოვებს.

    მარსიალი, რომელმაც ამ მომენტისთვის კლუბში მყოფი მოთამაშეებიდან "იუნაიტედში" ყველაზე მეტი დრო დაჰყო, გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება, ვინაიდან მას კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. რომანომ დაამატა:"მისი წასვლა ეჭვგარეშეა, ეს უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია."

    ფრანგი ამჟამად ბოლოს მიღებული ტრავმის მოშუშებას ცდილობს. ისედაც, მან 2023/24 წლის სეზონის უდიდესი ნაწილი მრავალი დაზიანების გამო გამოტოვა.

    მას შემდეგ, რაც 2015 წელს "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა, მარსიალმა გოლების ორნიშნა მაჩვენებელს  პრემიერ ლიგაში მხოლოდ სამჯერ მიაღწია. მისი საუკეთესო სეზონი კი ოლე გუნარ სულშერის მმართველობის დროს გახლდათ, როდესაც ფრანგმა 2019/20 წლებში 17 გოლის გატანა მოახერხა .

    ამ ეტაპზე, რამდენიმე საფრანგეთის უმაღლესი ლიგის გუნდმა უარი თქვა, ფრანგის დამატებაზე. იმედია 28 წლის ცენტრალური თავდამსხმელი თავის ახალ გუნდს დროულად იპოვნის.

    Facebook კომენტარები