ნანი: "ჯერ ევროპის, ახლი კი მსოფლიო ჩემპიონატის ჯერია"

5-09-2016, 21:44

პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლუიშ ნანიმ ისაუბრა საკუთარი ნაკრების გეგმებსა და შესაძლებლობებზე მსოფლიოს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის.

როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელები ევრო 2016-ის ტრიუმფატორები გახდნენ და ფინალში მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს. ნანი კი ფიქრობს, რომ მის გუნდს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზეც იგივე შედეგი გაიმეოროს და ზედიზედ 2 დიდი ტურნირი მოიგოს.

"მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩვენი მთავარი მიზანია. ჩვენ შეგვიძლია ამ ოცნების ასრულებაც, რადგან საკმაოდ კარგ ფორმაში ვართ და თითოეული ჩვენგანი ძალიან მოტივირებულია. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და კიდევ უფრო მაღალი მიზნებისათვის ვიბრძოლებთ." - განაცხადა ნანიმ. 

საინტერესო

  • Beckhamfan
  • 5 სექტემბერი 2016 21:59
ძაან თავში აუვარდა ამას :დ
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით