• 16-04-2024
    "მამარდაშვილის წინააღმდეგ ამის გაკეთება ურთულესია" - რა თქვა "ოსასუნას" მწვრთნელმა ქართველზე
    "მამარდაშვილის წინააღმდეგ ამის გაკეთება ურთულესია" - რა თქვა "ოსასუნას" მწვრთნელმა ქართველზე

    როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 31-ე ტურში "ვალენსიამ" შინ "ოსასუნა" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

    აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილმა მორიგი მშრალი მატჩი გამოაცხო და ამასთან ერთად ბოლო წუთებზე პენალტიც მოიგერია.

    აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ პამპლონელთა მთავარმა მწვრთნელმა, იაგობა არასატემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "პენალტის გაფუჭების გამო ბუდიმირმა სამჯერ მთხოვა პატიება, მაგრამ აქ საპატიებელი არაფერია. მას ჩემთვის უამრავი სიხარული მოუტანია. ხანდახან ფეხბურთში ასეთი რაღაცებიც ხდება.

    "როცა ბუდიმირმა დაინახა, რომ მამარდაშვილმა კუთხე გამოიცნო, ბურთისთვის ტრაქტორიის შეცვლა განიზრახა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა.

    "97-ე წუთზე, როდესაც ისეთი მეკარის წინ დგახარ, როგორიც მამარდაშვილია, ურთულესია თერთმეტმეტრიანის გატანა", - თქვა არასატემ.

    Facebook კომენტარები