• 16-04-2024
    მამარდაშვილმა "ვალენსია" ისტორიაში შეიყვანა - ქართველის მორიგი რეკორდი
    მამარდაშვილმა "ვალენსია" ისტორიაში შეიყვანა - ქართველის მორიგი რეკორდი
    Author of the article
    Aa

    როგორც იცით, ლა ლიგის 31-ე ტურში "ვალენსიასა" და "ოსასუნას" დაპირისპირება შედგა, სადაც "ღამურებმა" 1:0 იმარჯვეს.

    შეხვედრის ბოლო წუთზე გიორგი მამარდაშვილმა პენალტი მოიგერია და თავის კლუბს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

    საგულუსხმოა ის ფაქტი, რომ ქართველ კიპერს ამ სეზონში უკვე 3 მოგერიებული თერთმეტმეტრიანი აქვს, რაც ლა ლიგაში საუკეთესო შედეგია.

    გარდა ამისა, 23 წლის კარის დარაჯმა "ვალენსია" ისტორიაში შეიყვანა. საქმე იმაშია, რომ ახლა "ღამურების" მეკარეებს ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტი აქვთ მოგერიებული.

    აქვე გეტყვით, იმასაც, რომ მამარდაშვილს ამ სეზონში უკვე 12 მშრალად შენახული კარი დაუგროვდა.


    Facebook კომენტარები