• 16-04-2024
    "ლიგის ბედი უკვე გადაწყვეტილია" - ტომას მიულერმა "ლევერკუზენს" წარმატება მიულოცა
    "ლიგის ბედი უკვე გადაწყვეტილია" - ტომას მიულერმა "ლევერკუზენს" წარმატება მიულოცა

    ტომას მიულერმა "LinkedIn"- ზე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა.

    "ლიგის ბედი უკვე გადაწყვეტილია. ჩვენი ზედიზედ 11 წლიანი დომინაციის შემდეგ, "ბაიერ ლევერკუზენმა" უდავოდ სენსაციური სეზონი ჩაატარა და გერმანიის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა." ჩემი ყოფილი თანაგუნდელის, ჩაბი ალონსოს გუნდი დაუმარცხებელია. მინდა მთელს შემადგენლობასა და კლუბს მივულოცო, ეს ნამდვილად საოცარი მიღწევაა."

    "ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნი" შემდეგ სეზონში მდევარის როლს მოირგებს. ეს ჩვენთვის ახალი იქნება, განსხვავებული და იმედია კლუბისთვის სასიკეთო ცვლილებების მომტანიც." განაცხადა გერმანელმა.

    "დამსახურებული პატივისცემის შემდეგ, ახლა უკვე ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. აქ საქმე ევროპული ფეხბურთის გვირგვინს ეხება." ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრა გვაქვს არსენალთან. გპირდებით, რომ მიუნხენში გასაოცარ სანახაობას გაჩვენებთ. 2-2 ფრის შემდეგ, ნახევარფინალში გასვლის დიდი შანსი გვაქვს. მოუთმენლად ველი იმ გასაოცარ, დაძაბულ და გამორჩეულ ატმოსფეროს, რომელიც "Allianz Arena"- ზე გველოდება.

    Facebook კომენტარები