• 17-04-2024
    „მაგალითად კვარა...", - ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა გუნდის წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
    „მაგალითად კვარა...", - ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა გუნდის წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა

    იტალიური ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, ერმალდო პეჩიმ გუნდის წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა.

    “ფროსინონესთან მატჩი ძალიან ცუდი იყო. ფეხბურთელები ბევრ შეცდომას უშვებენ.

    მაგალითად კვარა, რომელსაც ყველა პრობლემის გადაჭრა მარტო სურს. შარშანდელი სეზონის შემდეგ, წელს ყველას გოლის გატანა უნდა და პრობლემაც ესაა.

    სწორედ ამიტომ უშვებს გუნდი ამდენ შეცდომას” – ამბობს პეჩი.

    Facebook კომენტარები