ფრანჩესკო ტოტის უნიკალური კაპიტნის სამკლაური

7-09-2016, 01:13

როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთის გულშემატკივართა სამწუხაროდ, ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტი "რომას" მაისურით უკანასკნელ სეზონს ჩაატერებს.

იტალიელ ფორვარდს არასდროს მოურგია სხვა კლუბის მაისური და არც მომავალში აპირებს. ის 2016/17 წლების სეზონის დასასრულს ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს და თითოეულ რომაელ გულშემატკივარს დაემშვიდობება.

მიმდინარე სეზონს რომის "იმპერატორი" სპეციალურად მისთვის დამზადებული კაპიტნის სამკლაურით ჩაატარებს, რომელზეც მიწერილია ის სეზონები, რომლებიც ტოტიმ "რომაში" გატარა. შეგახსენებთ, რომ ტოტი რომაულ კლუბში 1992 წლიდან ირიცხება და ეს მისი 25-ე სეზონია.

 

საინტერესო

  • Beckhamfan
  • 7 სექტემბერი 2016 01:18
dzaan magaria totti
  • tsandro
  • 7 სექტემბერი 2016 02:17
დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ასევე დიდი ნაბიჭვარი :)
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით