• 18-04-2024
    რონალდუმ "იუვეს" სასამართლო დავა მოუგო - უახლესი ცნობები
    რონალდუმ "იუვეს" სასამართლო დავა მოუგო - უახლესი ცნობები

    კრიშტიანუ რონალდუმ ყოფილ კლუბს, ტურინის "იუვენტისს" იურიდიული დავა მოუგო, რაც დაახლოებით 20 მილიონი ევროს ოდენობის გადაუხდელ ხელფასს ეხებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, "იუვეს" ზემოთხსენებული თანხის გადახდა დაევალა.

    პორტუგალიელმა სუპერვასკვლავმა, გასულ წელს სერია ა- ს სასამართლოში საჩივარი შეიტანა "იუვეს" წინააღმდეგ, რომელიც პანდემიის დროს, კლუბის მხრიდან გადავადებული ხელფასების გადაუხდელობას ეხებოდა. 

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "იუვენტუსის" ფეხბურთელები შეთანხმდნენ, 2020 წლის მარტისა და 2021 წლის აპრილში ოთხი თვის ხელფასები კლუბს გადაევადა, ვინაიდან ამ პერიოდში "ბებერ ქალბატონს" სერიოზული ფინანსური კრიზისი ედგა.

    რონალდუს სურდა, რომ მისთვის 17.15 მილიონი ევროს ოდენობის გადავადებული ხელფასი მიეღო, რაც ცნობილია, როგორც ე.წ "ხელფასის მანევრი", "La Gazzetta Dello Sport"- ის ცნობით კი, 39 წლის თავდამსხმელმა იტალიელებს ზემოთხსენებული დავა მოუგო.

    მოხსენებაში ნათქვამია, რომ "იუვენტუსს" არასდროს ჰქონია ბიუჯეტიდან განცალკევებული თანხები, რომელიც იმ ფეხბურთელებს გადაეცემოდა, რომლებიც რონალდოს მსგავს გზას მიმართავდნენ, ეს კი "ბებერ ქალბატონს" უზარმაზარ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს.

    Facebook კომენტარები