• 18-04-2024
    "იცით, რატომაა "ნაპოლი" ასეთ ვითარებაში, სპალეტიმ...", - რა განცხადებას აკეთებს იტალიელი ჟურნალისტი
    "იცით, რატომაა "ნაპოლი" ასეთ ვითარებაში, სპალეტიმ...", - რა განცხადებას აკეთებს იტალიელი ჟურნალისტი

    ანტონიო კორბომ ნაპოლის კრიზისში ლუჩანო სპალეტი დაადანაშაულა.

    "ვფიქრობ, ნაპოლის ჩავარდნაში პირველი დამნაშავე ბატონუ ლუჩანო სპალეტია. სკუდეტოს შემდეგ მან მოიგონა ზღაპრები, თქვა, რომ გუნდიდან სიყვარულის გამო მიდიოდა. სჯობდა პირდაპირ ეთქვა, რომ აღარ უნდოდა აქ მუშაობა, რადგან აღარ იყო კარგი სამუშაო პირობები.

    ეს თვალთმაქცობაა და მე ასეთი თვათმაქცობის წინააღმდეგი ვარ“, - აცხანდებს კორბო.

    Facebook კომენტარები