18-04-2024
“მე და ლეომ სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ” - ილია თოფურიას განცხადება
Author of the article
UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ლეო მესისთან შეხვედრაზე ისაუბრა:
“ლეო მესი ერთადერთი ადამიანია მაიკლ ჯორდანთან ერთად, რომელსაც ფოტოს გადაღებას ვთხოვდი. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მან მე მომილოცა გამარჯვება, მე კი მომდევნო ბრძოლაზე დავპატიჟე”. - განაცხადა თოფურიამ.
საგულისხმოა, რომ ილია ლეოს 7 აპრილს მაიამიში MLS-ის შეხვედრის შემდეგ შეხვდა.
ცნობისთვის, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ილიას სამახსოვრო მაისური გადასცა.
ტეგები:
Facebook კომენტარები