• 18-04-2024
    ფლიკი დანებებას არ აპირებს - "ბარსას" პოზიცია
    ფლიკი დანებებას არ აპირებს - "ბარსას" პოზიცია
    Author of the article
    Aa

    ჰანსი ფლიკი დანებებასა და "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელობაზე ფიქრის შეწყვეტას არ აპირებს, - იუწყება Mundo Deportivo.

    გერმანელი სპეციალისტი ესპანურ ენას ეუფლება. გარდა ამისა, მან მოიძია ინფორმაცია ქალაქ ბარსელონას, კლუბში არსებული სიტუაციისა და სტაფის შესახებ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავად "ბლაუგრანაში" სულ სხვა მიმართულებით იყურებიან.

    ესპანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, ჩავი ერნანდესის შემცვლელობის მთავარი კანდიდატი ახლა "ბარსა ატლეტიკის" მესაჭე, რაფა მარკესია.

    "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ფლიკის კანდიდატურას იმიტომ არ ემხრობიან, რომ მას გერმანიის გარდა არსად აქვს ნამუშევარი. გარდა ამისა, "ბარსაში" მარკესს კლუბის დნმ-ის უკეთეს მცოდნედ აღიქვამენ და სწორედ მისით უნდათ "მაესტროს" ჩანაცვლება.

    ცხადია, ბოლომდე გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, თუმცა ამჟამინდელი მოცემულობა ფლიკის სასარგებლოდ ნამდვილად არ გამოიყურება.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ჰანსიმ "ბაიერნს" 2020-2021 წლებში 7 ტიტული მოაგებინა, შემდეგ კი გერმანიის ნაკრებს უხელმძღვანელა. ამჟამად იგი უმუშევარია.

    Facebook კომენტარები