• 18-04-2024
    გადამწყვეტი შეხვედრა - ლაპორტამ და ჩავიმ თარიღი დათქვეს
    გადამწყვეტი შეხვედრა - ლაპორტამ და ჩავიმ თარიღი დათქვეს
    Author of the article
    Aa

    Mundo Deportivo-ის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა და ჩავი ერნანდესი ერთმანეთს კვირას, "ელ კლასიკოს" დასრულების შემდეგ შეხვდებიან.

    პრეზიდენტი გუნდის მთავარ მწვრთნელს ამ შეხვედრაზე სთხოვს, რომ მისი საბოლოო გადაწყვეტილება გააცნოს. სწორედ ამ დღეს იტყვის ჩავი თავის უკანასკნელ სიტყვას იმის თაობაზე, მართლაც დატოვებს თუ არა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესაჭის თანამდებობას სეზონის ბოლოს.

    ცნობილია, რომ ლაპორტას ჩავის დარჩენა სურს, მაგრამ ამის შანსი ძალიან მცირეა.

    44 წლის სპეციალისტის შემცვლელად "ბლაუგრანაში" უკვე რაფა მარკესს განიხილავენ. "ბარსა B-ს" მექსიკელი მესაჭის კანდიდატურა დღითიდღე უფრო ძლიერი ხდება.

    რაც შეეხება "რეალისა" და "ბარსელონას" მატჩს, იგი 21 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები