• 19-04-2024
    ნაგელსმანი გერმანიაში რჩება! - "ბაიერნს" ტუხელის სხვა შემცვლელის პოვნა მოუწევს
    ნაგელსმანი გერმანიაში რჩება! - "ბაიერნს" ტუხელის სხვა შემცვლელის პოვნა მოუწევს

    იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

    როგორც ვიცით, გასული წლის მარტში ნაგელსმანი "ბაიერნიდან" დაითხოვეს, შემდეგ კი მის შემცვლელად ასევე გერმანელი სპეციალისტი - ტომას ტუხელი დანიშნეს. 1 წელიწადში კი ყველაფერი შეიცვალა, შიდა ჩემპიონატში ცუდი შედეგებისა და ევროპის მასშტაბით, არც თუ ისე დამაჯერებელი გამოსვლების შემდეგ, კლუბმა იულიანის დაბრუნება გადაწყვიტა, რასთანაც თითქოს ახლოსაც იყვნენ.

    Bild- ის ცნობით, ნაგელსმანმა კარიერის გერმანიის ნაკრებთან ერთად გაგრძელება გადაწყვიტა და ამიტომაც კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდია შანსი მან გუნდი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზეც გაწვრთნას.

    ნაგელსმანის მმართველობის ქვეშ გერმანიის ნაკრებმა საკმაოდ იმედისმომცემი შედეგები დააფიქსირა. გერმანიაში ფიქრობენ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში, ნაგელსმანის დარჩენა ნაკრებში სტაბილურიბის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს, რაც ფეხბურთელებსა და გულშემატკივარზეც პოზიტიურად იმოქმედებს .

    გარდა "რეკორდმაისტერისა", ნაგელსმანის დამატებას სხვადასხვა ევროპული კლუბებიც ცდილობდნენ, მათ შორის "ლივერპული", სადაც იურგენ კლოპის მემკვიდრედ გერმანელს განიხილავდნენ, ასევე "ბარსელონაც", თუმცა ახლა კლუბებს სხვა კანდიდატების გადაბირება მოუწევთ .

    Facebook კომენტარები