• 19-04-2024
    დე ლაურენტისი სამიზნეს პირადად შეხვდა - ვის განიხილავს პრეზიდენტი "ნაპოლის" ახალ მწვრთნელად
    დე ლაურენტისი სამიზნეს პირადად შეხვდა - ვის განიხილავს პრეზიდენტი "ნაპოლის" ახალ მწვრთნელად
    Author of the article
    Aa

    ცნობილი იტალიური გამოცემა "Gazzetta Dello Sport"-ი "ნაპილის" შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის კანდიდატი შეარჩია.

    საუბარია ვინჩენცო მონტელაზე, რომელიც ამჟამად თურქეთის ეროვნული ნაკრების თავკაცია. 

    როგორც მედიაში წერენ, არ არის გამორიცხული, რომ იტალიელმა სპეციალისტმა ევრო 2024-ის შემდეგ დაკავებილი თანამდებობა დატოვოს.

    გამოცემა აქვე დასძენს, რომ დე ლაურენტისი მონტელას რომში პირადად შეხვდა, სადაც სხვადასხვა თემაზე ესაუბრა.

    ასე და ამგვარად, საინტერესო იქნება, თუ ვინ გახდება ნეაპოლელთა ახალი მთავარი მწვრთნელი.

    Facebook კომენტარები