დაუჯერებელი რეფორმა: რა დაუჯდებათ ბელგილებს 1 ღერის მოწევა?

9-09-2016, 01:34

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი გუნდში რამდენიმე სადისციპლინო რეფორმის განხორციელებას გეგმავს.

ცნობილი ფაქტია, რომ მის წინამორბედს აღნიშნულთან დაკავშირებით გართულება არ ჰქონია. მაგალითად, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მარკ ვილმოტის ერთ-ერთი შეგირდი რაჯა ნიანგოლანი სიგარეტის მოწევისას დააფიქსირეს, მას ამის შესახებ რომ ჰკითხეს, განაცხადა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავო.

სამაგიეროდ, ამ საკითხს მკაცრი თვალით უყურებს მარტინესი. როგორც ცნობილი გახდა, ის მოწევას და დალევას სასტიკად აკრძალავს. ამ ფაქტზე შემჩნეულ თითოეულ ფეხბურთელს 1000 ევროთი დააჯარიმებს, ხოლო სხვა უფრო მიუღებელი ქცევისთვის - 2000 ევროთი.


საინტერესო

  • davit96
  • 9 სექტემბერი 2016 01:50
საქართველოს ნაკრებშიც გვინდა ეს რეფორმა :)))
  • Beckhamfan
  • 9 სექტემბერი 2016 02:01
ციტატა: davit96
საქართველოს ნაკრებშიც გვინდა ეს რეფორმა :)))

darchebian puris fulis gareshe :D :D
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით