• 19-04-2024
    უმნიშვნელოვანესი პუნქტი - რას ჩაწერს "ნაპოლი" კვარას ახალ კონტრაქტში
    უმნიშვნელოვანესი პუნქტი - რას ჩაწერს "ნაპოლი" კვარას ახალ კონტრაქტში
    Author of the article
    Aa

    "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის შესახებ ამჯერად Corriere dello Sport-მა დაწერა.

    წყაროს თანახმად, მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე თითქმის შეთანხმდნენ. კვარას კონტრაქტში ჩაიდება გამოსასყიდი თანხის პუნქტიც, რაც სამომავლო ტრანსფერისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

    შეგახსენებთ, რომ ასეთი პუნქტი დევს ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტშიც. "პარტენოპეის" ნიგერიელი ცენტრფორვარდის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევროა.

    კვარა ახლა "ნაპოლის" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ხელშეკრულების გახანგრძლივება ამ მოცემულობასაც შეცვლის. იტალიურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, 23 წლის შემტევის წლიური ანაზღაურება 4 მილიონ ევრომდე იქნება.

    ამ საგას, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს, წერტილი სეზონის დასრულების შემდეგ უნდა დაესვას.

    ხვიჩას მოქმედი კონტრაქტი სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონებთან 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში ქართველის მონაგარი 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. 

    Facebook კომენტარები