• 20-04-2024
    როგორი იქნება „ბაიერნის“ ძირითადი შემადგენლობა ზიდანის ხელში
    როგორი იქნება „ბაიერნის“ ძირითადი შემადგენლობა ზიდანის ხელში
    Author of the article
    Aa

    ესპანურ პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენის "ბაიერნი" მადრიდის "რეალის" ყოფილ თავკაცთან, ზინედინ ზიდანთან შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა.

    თუ ზიზუ "რეკორდმაისტერს" მართლაც ჩაუდგება სათავეში, იგი სამწვრთნელო კარიერაში აღებულ 3-წლიან პაუზას დაასრულებს. ფრანგ სპეციალისტს 2021 წლის შემდეგ აღარსად უმუშავია - ბოლოს იგი "სამეფო კლუბს" წვრთნიდა, რომელსაც უტიტულო სეზონით დაემშვიდობა.

    ცხადია, ზიდანის ფორმაციის "ბაიერნის" ნახვა ყველასთვის ძალიან საინტერესო იქნება. ამჟამინდელ შემადგენლობას თუ გადავხედავთ, სასტარტო თერთმეტეული დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს:

    მეკარე: მანუელ ნოიერი

    დაცვა: ალფონსო დევისი, კიმ მინ ჟე, მატაის დე ლიხტი, ნუსაირ მაზრაუი

    ნახევარდაცვა: ლეონ გორეცკა, იოზუა კიმიხი, კონრად ლაიმერი

    თავდასხმა: ჯამალ მუსიალა, ჰარი კეინი, ლეროი სანე

    მიუხედავად ამისა, ყველას კარგად გვესმის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. თითქმის გადაწყვეტილია გუნდიდან ალფონსო დევისის წასვლა, მსურველები ჰყავთ იოზუა კიმიხსა და ჯამალ მუსიალასაც. გარდა ამისა, სამიზნეები თავად მიუნხენელებმაც შეარჩიეს. "რეკორდმაისტერს" აქტიურად უკავშირებენ "მილანის" მარცხენა მცველს, ტეო ერნანდესს. გაიჟღერა ლევერკუზენის "ბაიერის" სუპერტალანტის, ფლორიან ვირცის გვარმა. ასევე არც ის გამოვრიცხოთ, ზიდანმა თავისი ყოფილი კლუბისკენაც გაიხედოს და "რეალის" რომელიმე ფეხბურთელის წაყვანას ეცადოს.

    ასე და ამგვარად, ახლა ლოდინის გარდა აღარაფერი დაგვრჩენია, თუმცა ერთი რამ ფაქტია - რაც არ უნდა მოხდეს, ზიდანის ახალ კლუბში მისვლა ზაფხულის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა აუცილებლად იქნება, ამის ყველაზე დიდი შანსი კი ახლა სწორედ "ბაიერნს" აქვს.


    Facebook კომენტარები