• 20-04-2024
    “მერაბი ო’მალის ამას უზამს” - ილია თოფურიას განცხადება
    “მერაბი ო’მალის ამას უზამს” - ილია თოფურიას განცხადება

    როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურია MMA-ის ცნობილი ექსპერტის, არიელ ჰელვანის სტუმარი იყო და მან მერაბ დვალიშვილისა და შონ ო’მალის დაპირისპირებაზე ისაუბრა:

    “ყველაფრისთვის მზად ვარ, მაგრამ მჯერა, რომ მერაბი მაგრად სცემს. თუ ო’მალიმ მანქანას მოუგო, გამოდის რომ ჩემთან ბრძოლას და ორი ქამრის მოგების შანსს იმსახურებს. თუ საკუთარ დივიზიონში დომინანტი ხარ, მაღალ დივიზიონში გამოწვევის მიღების შანსი გაქვს, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენს ჩხუბს არანაირი აზრი არ აქვს, რადგან შონს მერაბის სახით ისეთი მეტოქე ჰყავს, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლას იმსახურებს და მჯერა, რომ მერაბი მას დაამარცხებს”. - განაცხადა თოფურიამ.

    ცნობისთვის, ო’მალისა და დვალიშვილის დაპირისპირება წესით 2024 წლის შემოდგომაზე უნდა შედგეს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები