• 21-04-2024
    მადრიდის "რეალმა" ფერლან მედის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - უახლესი ცნობები
    მადრიდის "რეალმა" ფერლან მედის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - უახლესი ცნობები

    გამოცემა L'Equipe-ს ცნობით, მადირდის "რეალმა" გადაწყვიტა ფერლან მენდის ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები ძალიან მალე გაიმართება.

    იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი ახალი კონტრაქტის შესახებ გუნდთან ვერ შეთანხმდება, მრავალი ევროპული გრანდი ეცდება მის გადაბირებას. ცნობილია, რომ 28 წლის განაპირა მცველის დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი", "ლივერპული" და სხვა კლუბები არიან დაინტერესებულნი.

    კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ მენდი თავისი პროექტის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. თავად მოთამაშე კი კლუბში დარჩენისთვის მზადაა.

    შეგახსენებთ, რომ ფერლან მენდის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს. ის მადრიდის "რეალს" 2019 წელს "ლიონიდან" შეუერთდა და მის სანაცვლოდ "თეთრებს" 48 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ.

    Facebook კომენტარები