ჰამშიკმა მარადონას აჯობა

11-09-2016, 17:52

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის რეკორდი გუშინ 29 წლის სლოვაკმა შემტევმა ნახევარმცველმა დაამხო.

იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, სადაც "ნაპოლი" სტუმრად "სამპდორიას" უპირისპირდებოდა და ანგარიშით 0-3 გაანადგურა, ერთ-ერთი ბურთი სწორედ მარეკ ჰამშიკმა გაიტანა.

სლოვაკისთვის ეს გოლი ნეაპოლიტანელთა მაისურით 82-ე აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, მან დიეგო მარადონას მაჩვენებელი გააუმჯობესა, რომელსაც იტალიაში სულ 81 ბურთი აქვს გატანილი.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ შედეგის გასაუმჯობესებლად ჰამშიკს ბევრად უფრო მეტი თამაში დასჭირდა, ვიდრე მარადონას. სლოვაკმა ეს 322 შეხვედრაში მოახერხა, არგენტინელს კი ამისთვის 188 მატჩი ეყო.


საინტერესო

  • Sandro
  • 11 სექტემბერი 2016 21:55
ყველაზე კლასნია ამჟამად ნაპოლიში...
  • Milanista21
  • 12 სექტემბერი 2016 17:15
ტიპს რა შემოთავაზებები ქონდა და არ წწავიდა.. იგუაინს კი არ გავს ფულის ხამს
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით