• 22-04-2024
    დე ხეა ფეხბურთს უბრუნდება? - შანსები რეალურია
    დე ხეა ფეხბურთს უბრუნდება? - შანსები რეალურია

    გავრცელებული ინფორმაციით, "რეალ ბეტისი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარის, დევიდ დე ხეას ზაფხულში უფასოდ დამატებითაა დაინტერესებული.

    შეგახსენებთ, რომ ესპანელი თავისუფალი აგენტია მას შემდეგ, რაც 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, მან "წითელი ეშმაკები" დატოვა. ამ დროის განმავლობაში მისი დამატება რამდენიმე კლუბმა სცადა, აქედან რამდენიმე შემოთავაზება დე ხეას არაბეთიდანაც ჰქონდა, რომელზეც მან უარი თქვა.

    ახლა კი გამოცემა Estasio Deportivo-ს ცნობით, "იუნაიტედის" ყოფილი მეკარე  შესაძლოა ფეხბურთს დაუბრუნდეს. ამას ემატება ისიც, რომ ბეტისის 41 წლის ჩილელი კარის მცველი, კლაუდიო ბრავო, კლუბის დატოვებას აპირებს. შესაბამისად, პელეგრინის გუნდში დე ხეას დამატების რეალური შანსი გაჩნდა.

    Facebook კომენტარები