• 22-04-2024
    ჩავი "ბარსელონაში" 3 ფეხბურთელის მიყვანას ითხოვს
    ჩავი "ბარსელონაში" 3 ფეხბურთელის მიყვანას ითხოვს
    Author of the article
    Aa

    ჩავი "ბარსელონას" ხელმძღვანელობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 3 ფეხბურთელის დამატებას მოსთხოვს, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი, ალექს პინტანელი.

    წყაროს თანახმად, 44 წლის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ გუნდს შემდეგი მოთამაშეები სჭირდება:

    განაპირა მცველი

    უმაღლესი დონის საყრდენი ნახევარმცველი (იოზუა კიმიხი ან მარტინ ზუბიმენდი)

    ფეხბურთელი, რომელსაც თამაშში განსხვავების შექმნა შეუძლია (ბერნარდუ სილვა)

    "მაესტრო" კატალონიური გრანდის უფროსობას ოთხშაბათს უნდა შეხვდეს. სწორედ ამ შეხვედრაზე წარუდგენს იგი მათ ამ მოთხოვნებს, რისი შესრულების გარანტიის მიღების შემთხვევაშიც, მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩენას გადაწყვეტს.

    მიუხედავად ამისა, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ფინანსური პრობლემების წინაშე მყოფმა "ბლაუგრანამ" ამ ტრანსფერების განხორციელება მოსთხოვოს. დიდი ალბათობით, ჩავის არსებულ პირობებთან შეგუებისკენ მოუწოდებენ, რაზეც ის თანახმა არ უნდა იყოს.

    Facebook კომენტარები