ტოტი: "პენალტის გაფუჭების მეშინოდა"

12-09-2016, 00:41

"რომას" ლეგენდარული კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის განცხადებით, ის დღეს პენალტის დარტყმის დროს 100% დარწმუნებული არ იყო შესრულების სიზუსტეში.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს რომაელები შინ "სამპდორიას" დაუხვდნენ და 3-2 იმარჯვეს. მასპინძელთაგან კი გადამწყვეტი გოლი სწორედ 39 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა გაიტანა, თერთმეტმეტრიანი დარტყმით. თუმცა მისი თქმით, იგი ბოლომდე დარწმუნებული არ იყო გოლის გატანაში.

"ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რაიმეს აცილების მეშინოდა. მაგრამ მე არ უნდა ამეცილებინა ჩემი ხალხის წინაშე. დარტყმის შემდეგ ნამდვილი შვება ვიგრძენი. დღევანდელი გამარჯვება ნამდვილი საოცრება იყო." - განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.

შეგახსენებთ, რომ "რომაელებს" ამ მოგების შემდეგ 3 ტურში 7 ქულა დაუგროვდათ და ისინი ცხრილის მეორე-მესამე ადგილს იყოფენ "ნაპოლისთან" ერთად.


საინტერესო

  • Milanista21
  • 12 სექტემბერი 2016 17:10
დაბერდი და შეიგნე ახლა smile
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით