• 23-04-2024
    “ინტერი” სერია ა-ს ჩემპიონია!
    “ინტერი” სერია ა-ს ჩემპიონია!

    როგორც მიგეხსენებათ, “ინტერი” სერია ა-ს 33-ე ტურის შეხვედრაში “მილანს” ესტუმრა და ანგარიშით 1:2 იმარჯვა. ამ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ “ნერაძურიმ” სერია ა-ს გამარჯვება გაინაღდა.

    ანგარიში მე-18 წუთზე ფრანჩესკი აჩერბიმ გახსნა. მეორე ტაიმისი სტარტზე მარკუს ტურამმა სხვაობა ორამდე გაზარდა. შეხვედრის მე-80 წუთსე კი ფიკაიო ტომორიმ სხვაობა შეამცირა, თუმცა მისმა გუნდმა ქულის მოპოვებაც ვერ შეძლო.

    “ინტერი” სკუდეტოს გამარჯვებული ტურნირის არსებობაში მეოცედ გახდა, რაც ფენომენალური შედეგი გახლავთ.

    ცნობისთვის, “ინტერს” 33 ტურის შემდეგ 86 ქულა დაუგროვდა და 5 ტური კიდევ არის დარჩენილი.

    Facebook კომენტარები