ოქრიაშვილი ევროპა ლიგაზე ვერ ითამაშებს

14-09-2016, 15:16

მოგეხსენებათ, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ რუსული კლუბის შემადგენლობას შეუერთდა.

თორნიკე ოქრიაშვილმა "კრასნოდარის" ხელმძღვანელობასთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

კრასნოდარელებმა დღეს უეფას ის განაცხადი წარუდგინეს, რომელიც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. სამწუხაროდ, ამ სიაში თორნიკე ოქრიაშვილი ვერ მოხვდა.

საქმე იმაშია, რომ რუსებმა ქართველი შემტევი ნახევარმცველის დარეგისტრირება ვერ მოასწრეს. ამიტომაც, ის განაცხადში ვეღარ შეიყვანეს.

თუმცა, თუ "კრასნოდარი" ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს, აქ უკვე თორნიკე მონაწილეობის მიღებას თავისუფლად შეძლებს.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით