"მანჩესტერს" "ფეინოორდთან" ძირითადის მოთამაშეები დააკლდება

14-09-2016, 21:12

მანჩესტერელთა შემადგენლობაში სერიოზული საკადრო პრობლემებია. დღეს მანჩესტერ "იუნაიტედის" პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ დაასახელა ის 20 კაციანი შემადგენლობა, რომელიც ევროპა ლიგის პირველი ტურის თამაშისთვის ჰოლანდიაში გაემგზავრება.

ამ სიაში ვერ მოხვდნენ უეინ რუნი, ჰენრიხ მხითარიანი, ანტონიო ვალენსია და ჯესი ლინგარდი. ლინგარდმა და მხითარიანმა გასულ უქმეებზე "სიტისთან" გამართულ შეხვედრაში 45-45 წუთი ითამაშეს, მაგრამ როგორ ჩანს მათი თამაშით მოურინიო უკმაყოფილო დარჩა და სწორედ ეს გახდა მათი დატოვების მიზეზი. რაც შეეხება ვალენსიას, დიდი ალბათობით მისი დატოვების მიზანი მოთამაშის დასვენება გახლდათ.

მოურინიომ ასევე დაადასტურა, რომ ხვალ ძირითადი შემადგენლობიდან თამაშს მარკუს რაშფორდი დაიწყებს, გარდა ამისა შანსი მიეცემათ მემფის დეპაისა და ტიმოთი ფოსუ-მენსას.

მანჩესტერელთა 20 კაციანი სია შემდეგნაირად გამოიყურება:

დე ხეა, რომერი, ჯონსტონი; დარმინი, ბაიი, ბლინდი, ფოსუ-მენსა, როხო, სმოლინგი; კერიკი, ფელაინი, ერერა, მატა, დეპაი, პოგბა, შნეიდერლინი, იანგი; იბრაჰიმოვიჩი, მარსიალი, რაშფორდი.


საინტერესო

  • tsandro
  • 14 სექტემბერი 2016 21:23
წაგებას აპირებენ/ :D :D
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით